Thursday, July 12, 2012

მთიელი მასპინძელი


პროექტის სახელწოდება - მთიელი მასპინძელი
პროექტის მთავარი იდეა - ბავშვებს განუვითარდეთ ქართული ნაწარმოებების თარგმნის უნარი ინგლისურ ენაზე.
პროექტის აქტუალობა - ბავშვები იძენენ ცოდნას ვაჟა-ფშაველას ცხოვრების, მისი ნაწარმოებების შესახებ, სწავლობენ ურთიერთთანამშრომლობას.
პროექტის მიზნებია - ბავშვებმა მიიღონ ცხოვრებისეული გამოცდილება, მასწავლებლის მიერ მიცემული დავალება შეასრულონ დამოუკიდებლად, განუვითარდეთ კრიტიკული აზროვნების უნარი, მეტად დაინტერესდნენ მწერლის შემოქმედებით.
მონაწილეთა ასაკი - 16 წელი.
საჭირო რესურსები - წიგნები, კომპიუტერი, ვიდეო-კამერა, ფოტო-აპარატი, ფორმატები, საღებავები.
მოსალოდნელი შედეგები - ბავშვები შექმნიან ჩანაწერებს ვაჟა-ფშაველას ცხოვრების შესახებ, გააკეთებენ  ჩანახატებს ნაწარმოების გმირებზე, ეპიზოდებზე, შესაძლებელია დაწერონ ლექსებიც. ამ ყველაფერს ატვირტავენ blog-ზე.
პროექტის მსვლელობა - მასწავლებელს  ბავშვები მიჰყავს ექსკურსიაზე  ჩარგალში ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმის დასათვალიერებლად, იღებენ სურათებს, იღებენ ინტერვიუს ადგილობრივი მოსახლეობისგან. უყურებენ ფილმს. თარგმნიან ნაწარმოებს ერთობლივად  და ბოლოს აკეთებენ პრეზენტაციას.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი. დიალექტების  თარგმნისას დახმარებას სთხოვენ ქართულის მასწავლებელს, ასევე ეხმარება ისტორიისა და გეოგრაფიის და ხელოვნების  მასწავლებელი.
პროექტის ხელმძღვანელი - თამარ ისაშვილი
ხელმძღვანელის ელ-ფოსტა- tamarisashvili77@gmail.com
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: http://tamarisashvili77.blogspot.com/

No comments:

Post a Comment