პროექტის სახელწოდება
- მთიელი მასპინძელი
პროექტის მთავარი
იდეა - ბავშვებს განუვითარდეთ ქართული ნაწარმოებების თარგმნის
უნარი ინგლისურ ენაზე.
პროექტის აქტუალობა
- ბავშვები იძენენ ცოდნას ვაჟა-ფშაველას ცხოვრების, მისი ნაწარმოებების შესახებ, სწავლობენ
ურთიერთთანამშრომლობას.
პროექტის მიზნებია
- ბავშვებმა მიიღონ ცხოვრებისეული გამოცდილება, მასწავლებლის მიერ მიცემული დავალება
შეასრულონ დამოუკიდებლად, განუვითარდეთ კრიტიკული აზროვნების უნარი, მეტად დაინტერესდნენ
მწერლის შემოქმედებით.
მონაწილეთა ასაკი
- 16 წელი.
საჭირო რესურსები
- წიგნები, კომპიუტერი, ვიდეო-კამერა, ფოტო-აპარატი, ფორმატები, საღებავები.
მოსალოდნელი შედეგები
- ბავშვები შექმნიან ჩანაწერებს ვაჟა-ფშაველას ცხოვრების შესახებ, გააკეთებენ ჩანახატებს ნაწარმოების გმირებზე, ეპიზოდებზე, შესაძლებელია
დაწერონ ლექსებიც. ამ ყველაფერს ატვირტავენ blog-ზე.
პროექტის მსვლელობა
- მასწავლებელს ბავშვები მიჰყავს ექსკურსიაზე ჩარგალში ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმის დასათვალიერებლად,
იღებენ სურათებს, იღებენ ინტერვიუს ადგილობრივი მოსახლეობისგან. უყურებენ ფილმს. თარგმნიან
ნაწარმოებს ერთობლივად და ბოლოს აკეთებენ პრეზენტაციას.
საგნებთან/საგნობრივ
ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი. დიალექტების
თარგმნისას დახმარებას სთხოვენ ქართულის მასწავლებელს,
ასევე ეხმარება ისტორიისა და გეოგრაფიის და ხელოვნების მასწავლებელი.
პროექტის ხელმძღვანელი
- თამარ ისაშვილი